- English
- ქართული
სოფელი ჭიკაანი (Chikaani, [Tchikaani]) მდებარეობს კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში და სხვა დასახლებებთან - ს.ჩანტლისყურესა და ს.ზინობიანთან (ყოფ.ოქტომბერი) ერთად ქმნის ჭიკაანის ადმინისტრაციულ ერთეულს.
სოფლის სახელწოდების წარმოშობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ორი ვერსია:
1) სოფელში ცხოვრობდნენ ჭიკაიძეები, საიდანაც მოდის სოფლის სახელწოდება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მეორე სოფელიც არსებობს, რომელსაც „ჭიკაანი“ ეწოდება და ის მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე;
2) სოფლის სახელწოდება მოდის მცენარე „ჭიკარტასგან“, რომელიც, გარკვეული ზეპირი გადმოცემით, გავრცელებული ყოფილა სოფლის ტერიტორიაზე.
პირველი ცნობები გვხვდება 1800 წლიდან, დარეჯან დედოფლის წერილში. თუმცა გვხვდება მასზე რამდენიმე საუკუნით ადრე შექმნილი ნახევრადმოშლილი ციხე-გალავანი და რამდენიმე ციხე-კოშკი (ძირითადად მის სამხრეთ-დასავლეთით), რაც სავარაუდოდ მოწმობს დასახლების არსებობას უფრო ადრეულ პერიოდში. სოფელში არის ღვთისმშობლის სახელობის მცირე ზომის ცნობილი ბაზილიკური ეკლესია (ე.წ. „გალავნებთან“, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში):memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/12968 აგრეთვე წმ.თომას სახელობის ჯვრის ტიპის ახალი ეკლესია (XVII-XVIII ს.) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/12962 და იქვე - ამავე სახელობის ეკლესიის ნაშთები (სასაფლაოს ტერიტორიაზე, სოფლის სამხრეთ ნაწილში). ზემოახსენებული ყველაზე ძველი დოკუმენტით, სოფელი ჭიკაანი და სოფელი გავაზი (ახლანდელი ახალსოფელი) ერთ სოფლად არის მოხსენიებული, სადაც ცხოვრობდა ძველქართულად „რნ“ (ანუ 150) კომლი.
2014 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 1928 მოსახლე (567 შინამეურნეობა). მოსახლეობის რაოდენობა არსებითად არის შემცირებული, ძირითადად, ეკონომიკური საფუძვლებით გამოწვეული საგარეო და შიდა მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით.
მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია. გვხვდება აგრეთვე რამდენიმე ათეული ეთნიკურად ოსური ოჯახი (ძირითადად ასიმილირებული ქართველებთან), ხოლო კანტიკუნტად - სხვა ეთნკური შემადგენლობის ოჯახებიც. ეთნიკური ქართველებიდან მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენენ საკუთრივ კახელების და იმერეთიდან გადმოსახლებულების შთამომავლები. გვხვდება აგრეთვე რამდენიმე ოჯახი, რომელიც თავის დროზე გადმოსახლებულია სამეგრელოდან, ასევე დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონებიდან. ამასთან, მოსახლეობაში რამდენადმე შენარჩუნებულია კახური კილო (ძირძველ კახელებში) და შედარებით ნაკლებად - იმერული (იმერეთიდან გადმოსახლებულებში), თუმცა ზემოხსენებული ეთნოგრაფიულად ჭრელი შემადგენლობისა და დიდხანს თანაცხოვრების გამო სასაუბრო ენა დაახლოებულია ლიტერატურულ ქართულთან, რაც ამ სოფელს ბევრი ტიპიური კახური სოფლისაგან გამოარჩევს.
სოფლის დღესასწაულია „კვირაცხოვლობა“ (იმართება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო კვირა დღეს) კვირაცხოვლის კლესიის მიდამოში. საღვთო ლოცვასთან ერთად ამ დღეს იმართება გარე ვაჭრობა და ტრადიციული, ცნობილი შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში (11:00-15:00).
სოფელში არის: მრავალფუნქციური კულტურის სახლი (1985) კინოდარბაზით (500 კაცზე), სადაც რამდენიმე სხვადასხვა სახელოვნებო წრე ფუნქციონირებს; საჯარო სკოლა (12-კლასიანი) და საბავშვო ბაღი; 2 ღვინის ქარხანა; რამდენიმე მცირე ზომის მარკეტი, საპარიკმახეროები, აფთიაქი, 9 აპრილს და II მსოფლიო ომში დაღუპულების მემორიალები.
სოფლის მთელ სიგრძეზე გადის შიდასახელმწიფო გზა (მოასფალტდა 2007 წელს და 2024 წლისთვის უკვე რეაბილიტაცია ჭირდება). 2020-2022 წლებში მოასფალტდა ასევე მისი მეორე ძირითადი გზა და მათი რამდენიმე განშტოება, მათ შორის, ღვთისმშობლის სალოცავისკენ მიმავალი საავტომობილო გზა. დანარჩენი შიდა და სამეურნეო დანიშნულების გზები გრუნტისაა.
სოფელი სიგრძეში (მთავარი გზის მიხედვით) 3,5 კმ-ა, ხოლო სიგანეში - 200-700 მ და განეკუთვნება კახეთის სოფლებისთვის დამახასიათებელ კომპაქტური დასახლების ტიპს. სოფლიდან მუნიციპალიტეტის ცენტრამდე (ქ.ყვარელი, სადაც მდებარეობს უახლოესი საოჯახო სასტუმროები) უმოკლესი მანძილია 12 კმ. უახლოეს სოფლებამდე მანძილი შეადგენს: ს.ზინობიანი - 1 კმ; ს.ახალსოფელი - 3 კმ; ს.გავაზი - 1 კმ. ს.ჩანტლისყურე - 4 კმ; ს.კუჭატანი - 3 კმ. უახლოესი მანძილი სოფლიდან ველისციხე-ყვარლის შიდასახელმწიფო გზამდე 8 კმ-ია.
სოფელი მდებარეობს ვაკე ადგილზე (ზ/დ 275-328 მ), იწყება 2 კმ-ში კავკასიონის ქედის სამხრეთი განშტოებიდან და სიგრძეში ქვემოთ ეშვება მდ.ალაზნისკენ. სოფელს დასავლეთიდან ჩამოუდის მდ.ჩანტალი საირიგაციო ფილებიანი არხით, ხოლო აღმოსავლეთიდან - მდ.ავანისხევი (ამავე მდინარიდან ეშვება 2 ვიწრო არხი, რომელიც სოფლის მთავარ გზას ორივე მხრიდან ჩამოყვება და გააჩნია კომუნალური და სარწყავი დანიშნულება). სოფლის ცენტრალურ ნაწილში უგემრიელესი წყაროს წყლის დაგემოვნება შეიძლება (რამდენიმე ადგილზე).
სოფელში ძირითადად გავრცელებულია მევენახეობა (უმთავრესად „რქაწითელის“ და „საფერავის“ ჯიშები), მებაღეობა-მებოსტნეობა და მარცვლეული კულტურების მოყვანა. გვიანი შემოდგომით რამდენიმე ადგილას იმართება ე.წ. „ზაოდობა“ (არყის ხდა).
სოფლიდან ჩრდილოეთით მოჩანს ულამაზესი თმადათოვლილი (ნოემბრიდან ივნისამდე) კავკასიონის მთები, რომელთაგან განსაკუთრებით ლამაზია მთების „ზურგიძვალას“ და „დიდგორას“ (2990 მ.) კომპლექსი.
კულტურული მემკვიდრეობის გის პორტალზე აღრიცხულია შემდეგი ძეგლები (ადგილმდებარეობების დაუზუსტებლად):
"კედლის ფრაგმენტი" (შავ-თეთრი სურათით) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13244
"კოშკი" (შავ-თეთრი სურათით) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13253
"კოშკი" (შავ-თეთრი სურათით ) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13254
"კოშკი" (შავ-თეთრი სურათით ) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13256
"კოშკი ყვანთაანთ ციხე"(შავ-თეთრი სურათით) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13323
"სასახლის ნანგრევი" (შავ-თეთრი სურათით ) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13504
"შადრევანი" (შავ-თეთრი სურათით ) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13532
"ციხის გალავნის ფრაგმენტი"(შავ-თეთრი სურათით) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13542
"ციხე " (შავ-თეთრი სურათით ) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13574
"ციხის გალავანი" (შავ-თეთრი სურათით ) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13588
"ციხის ნანგრევი" (შავ-თეთრი სურათით ) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13594
"ციხის ნანგრევი" (შავ-თეთრი სურათით ) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13596
"ლელიანი. ეკლესია" (უსურათოდ ) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/18040
"ნასახლარი " (უსურათოდ) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/24294
"უსანეთის ეკლესია " (უსურათოდ და მოკლე დახასიათებით): memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/24432
თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ზემოაღნიოშნულ ვებგვერდზე ასახული კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე უძრავი ძეგლი არ მდებარეობს ჭიკაანის ტერიტორიაზე, ხოლო რამდენიმე არ შეესაბამება ადგილმდებარეობას.
სოფელი ჭიკაანი (Chikaani, [Tchikaani]) მდებარეობს კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში და სხვა დასახლებებთან - ს.ჩანტლისყურესა და ს.ზინობიანთან (ყოფ.ოქტომბერი) ერთად ქმნის ჭიკაანის ადმინისტრაციულ ერთეულს.
სოფლის სახელწოდების წარმოშობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ორი ვერსია:
1) სოფელში ცხოვრობდნენ ჭიკაიძეები, საიდანაც მოდის სოფლის სახელწოდება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მეორე სოფელიც არსებობს, რომელსაც „ჭიკაანი“ ეწოდება და ის მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე;
2) სოფლის სახელწოდება მოდის მცენარე „ჭიკარტასგან“, რომელიც, გარკვეული ზეპირი გადმოცემით,...
Recent city comments: